რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში

სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში

დღეს, 27 ოქტომბერს, დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი სერგო ფარულავა, სამართლებრივი სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის მენეჯერი მიხეილ სიგუა, შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საჯარო მართვისა და სოციალური გარემოს დეპარატმენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების მრჩეველს რელიგიურ საკითხებში, ბატონ იულიუს რატკუსს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მოსახლეობის რელიგიური აღმსარებლობის კუთვნილების, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სამართლებრივი რეგულირების საკითხები.


უკან