რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

2015 წლის 25 თებერვალს შედგა შეხვედრა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს - ზაზა ვაშაყმაძეს და თურქეთის ელჩს - ლევენთ გუმრუქჩუს შორის. შეხვედრაზე აღინიშნა სააგენტოს გასული წლის ანგარიშის წარმატებით ჩატარებული პრეზენტაცია და არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად, სააგენტოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი როლი და მოკლე პერიოდში მიღწეული წინსვლა რელიგიურ სფეროში არსებული პრობლემატიკის მოსაგვარებლად.
შეხვედრის განმავლობაში არაერთხელ აღინიშნა თურქული მხარის მზაობა ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიური, კერძოდ, მუსლიმური განათლების საკითხს. აღინიშნა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის ახალი მედრესეს (სასწავლებლის) გახსნის მიზნით შესყიდული შენობის შესახებაც. შემოთავაზებული იყო რელიგიური სწავლების თურქული, როგორც მუსლიმური სეკულარული სახელმწიფოს, გამოცდილების გაზიარება და რელიგიური სასწავლო პროგრამების განსაზღვრაში დახმარება. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები სხვა შესაბამისი უწყებების ჩართულობით (განათლების სამინისტრო და სხვ.), აღნიშნული საკითხის გარშემო ორმხრივი კონსულტაციების გამართვის მიზნით.


უკან