რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

რელიგიის სააგენტო გერმანიის ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

რელიგიის სააგენტო გერმანიის ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

დღეს, 2 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსს.

ზაზა  ვაშაყმაძემ  მადლობა გადაუხადა ელჩს  ერთი წლის განმავლობაში სააგენტოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოსთან   მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.

ორთვინ ჰენიგსმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოღვაწეობის  5 წელი მასა და მისი მეუღლისათვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება. მას, ისევე როგორც მის კოლეგებს, შეუყვარდა ეს ქვეყანა და მისი  გულის ნაწილი საქართველოში რჩება.  სტუმარმა სინანული გამოთქვა, რომ სააგენტოსთან ერთწლიანი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც  საკითხების  გადასაწყვეტად  კონკრეტული  ნაბიჯები გადაიდგა,  ის ტოვებს  საქართველოს.

მხარეებმა ისაუბრეს    საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ქონებრივ საკითხებსა და   ერთობლივი, ქართულ-გერმანული პროექტის განხორციელების თაობაზეც.

ზაზა ვაშაყმაძემ წარმატება უსურვა ელჩს შემდგომ საქმიანობაში  და სამახსოვროდ გადასცა თანამშრომლობის პერიოდში გადაღებული ფოტოსურათები. 


უკან