რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის შეხვედრა

ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის შეხვედრა

4 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და  საქართველოში ამერიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  იან კელის შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ  ახლად  დანიშნულ  ელჩს   საქართველოში  წარმატებული საქმიანობა  უსურვა და  მადლობა გადაუხადა  სტუმარს      ქვეყნის ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.     აღნიშნა, რომ  ამერიკა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და  პარტნიორია და  მათთან  მჭიდრო  თანამშრომლობა  და მათი გამოცდილების გაზიარება  სააგენტოს წარმატებული საქმიანობის საწინდარია. 

ზაზა ვაშაყმაძემ  იან კელის გააცნო   სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა,  ყველა ის ძირითადი მიმართულება და გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.  

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის  მიერ   გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებაც,   რომელიც რელიგიის თავისუფლების მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. აღინიშნა, რომ  აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა,  რათა ამგვარი ანგარიშები   ზუსტად ასახავდეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.

 ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს  გაუზიარა თავისი დადებითი  შთაბეჭდილება, რომელიც  სხვადასხვა კონფესიის ხელმძღვანელებთან შეხვედრების შედეგად დარჩა. გამოხატა   აღტაცება საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემოს გამო.

 სტუმარი დაინტერესდა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების  საქმიანობით,  ზაზა ვაშაყმაძეს შესთავაზა სხვადასხვა  პროექტის ერთობლივად განხორციელება  და მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს სააგენტოსა და ამერიკის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის გაღრმავებას.

დასასრულ,  სააგენტოს თავმჯდომარემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სტუმარს. იან კელიმ  მადლობა გადაუხადა  ზაზა ვაშაყმაძეს საინტერესო და ყოვლისმომცველი ინფორმაციისა და მასპინძლობისათვის.


უკან