რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა

მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა

დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა.

ზაზა ვაშაყმაძემ  ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა თავის საქმიანობაში და  მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო  გაწეული საქმიანობა,   ისაუბრეს რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და  სახელმწიფოს  მიერ  რელიგიის სფეროში  მიღებული გადაწყვეტილებებისა  და  სამომავლო გეგმების თაობაზე. შეხვედრის მონაწილეები  შეეხნენ  კათოლიკური ეკლესიის, რელიგიური განათლებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის  საკითხებსაც.

ელჩმა  სააგენტოსთან  თანამშრომლობისა და  დახმარების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა.       


უკან