რწმენა თავისუფლების აქტია!

საერთაშორისო თანამშრომლობა

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს რეელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს რეელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა აღნიშნა, რომ აფასებს ქართველებისა და ებრაელების მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და მადლიერება გამოთქვა საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ტოლერანტული პოლიტიკის მიმართ. აღინიშნა, რომ ორმა სახელმწიფომ ეს ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს და მომავალ თაობას ასწავლოს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და მზადყოფნა გამოთქვეს მათ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გამოთქმული სურვილების, რჩევებისა და საქართველოს მისამართით გამოხატული მეგობრული დამოკიდებულებისათვის მადლობა გადაუხადა.

 


უკან