რწმენა თავისუფლების აქტია!

ვინ ვართ

საქართველომ დაიწყო ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი, რაც გულისხმობს ეროვნული გამოცდილებისა და თანამედროვეობის მოთხოვნების საფუძველზე მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რამაც  ქვეყანას უნდა დაუბრუნოს თავის კუთვნილი ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

ამ მიზინის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა სახელმწიფოს ინიციატივითა და კვალიფიციურ ექსპერტთა და მეცნიერთა თანამონაწილეობით სპეციალური ინსტიტუტის (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს) დაფუძნება, რომელიც ისტორიული გამოცდილებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით პროფესიული კვლევისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს რელიგიის სფეროში თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისად.


უკან