Faith is a freedom of act!

News

ყვარელში სასულიერო პირთათვის ტრენინგი გაიმართა (eng)

ყვარელში სასულიერო პირთათვის ტრენინგი გაიმართა (eng)

დღეს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარელის სახელმწიფო მუზეუმში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციტიავით მოეწყო ტრენინგი სასულიერო პირთათვის,  რომელშიც რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის და სახარების რწმენის ეკლესიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

სემინარს თემაზე: „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა“ - უძღვებოდა სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი, ხოლო ლექცია - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის თანამშრომელმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად, სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.

ტრენინგების ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ეროვნული კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ: ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატის აუცილებლობა და რელიგიის სააგენტოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.

ტრენინგი 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქალაქ ყვარელში იმართება და მასში კახეთის რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები მონაწილეობენ. 


Back