Faith is a freedom of act!

News

შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ (eng)

შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ (eng)

2018 წლის 14 მარტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გადასაადგილებელი ეტლების გადაცემის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მუსლიმთა სამმართველოსა  და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 70 გადასაადგილებელი ეტლი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ გადაეცა, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველა რელიგიური ორგანიზაციის მრევლს საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად რამოდენიმე დღის განმავლობაში დაურიგდებათ. საერთო ჯამში ბენეფიციარებს 250 გადასაადგილებელი ეტლიდან 200 სტანდარტული მექანიკური, 40 არასრულწლოვანების და 10 ელექტრო ეტლი დაურიგდებათ.

საქველმოქმედო აქციის დაწყებამდე რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა,  თურქეთის ელჩმა და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე აღნიშნული აქცია დადებითად შეფასდა და მხარეებმა მსგავსი საქველმოქმედო აქციების, მომავალშიც გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.


Back