Faith is a freedom of act!

News

შეხვედრები თურქეთის პარლამენტში (eng)

შეხვედრები თურქეთის პარლამენტში (eng)

თურქეთის მეჯლისის (პარლამენტი) შენობაში გაიმართა შეხვედრა თურქეთის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმეთ იიმაიასთან და საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ჰუსეინ შაჰინთან.  

მასპინძელი მხარის მიერ განსაკუთრებულად აღინიშნა  საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა, თურქეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ასევე, ხაზი გაესვა კულტურის როლს ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში რელიგიური კუთხით არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისათვის გაწეულ დახმარებაზე, განსაკუთრებით აღნიშნა სახელმწიფოს მხარდაჭერა მუსლიმი თემისადმი.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძე, რომელმაც განსაკუთრებულად აღნიშნა  აჰმეთ იიმაიასა  და ჰუსეინ შაჰინის გამორჩეული ღვაწლი თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ სხვადასხვა რეზოლუციებში. მასპინძლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიმართულებით -ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას.

შეხვედრის დასასრულ, ქართული დელეგაცია  დაესწრო სესიის მიმდინარეობას, სადაც ქართულ მხარეს განსაკუთრებული პატივით მიესალმნენ თურქეთის პარლამენტის წევრები, შედგა არაფორმალური შეხვედრები თურქეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, პარლამენტის დეპუტატთა  ჯგუფებთან.


Back