Faith is a freedom of act!

News

შეხვედრა თურქეთის ახალ ელჩთან (eng)

შეხვედრა თურქეთის ახალ ელჩთან (eng)

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

            ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და ახალი პროექტები. თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თურქეთის ყოფილი ელჩი, ბატონი გუმრუქჩუ სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობდა და  ნაყოფიერი პარტნიორობის კვლავაც გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

            თურქეთის ელჩის განცხადებით, ის იცნობს რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და მაღალ შეფასებას აძლევს მას. „საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნების დიდი ტრადიცია აქვს. რელიგია, რწმენა ჰგავს მოზაიკას, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება. საბჭოთა ეპოქამ ეს მოზაიკა დაამსხვრია, ხოლო რელიგიის სააგენტო ის ორგანიზაციაა, რომელიც მის აღდგენას უწყობს ხელს. ანალოგიური სტრუქტურა თურქეთში 90 წელია, არსებობს. იმის მიუხედავად, რომ რელიგიის  სააგენტო  4 წლისაა, თქვენ ხელშესახები მიღწევები გაქვთ და ბევრ საკითხში, ევროპულ ქვეყნებსაც უსწრებთ“ -  განაცხადა ელჩმა იაზგანმა.

            შეხვედრის დასასრულს, ელჩმა სააგენტოს დელეგაცია თურქეთში მიიწვია რელიგიური განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და დიანეთის (თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტი) ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მიზნით.


Back