Faith is a freedom of act!

News

შეხვედრა სამების საკათედრო ტაძარში (eng)

შეხვედრა სამების საკათედრო ტაძარში (eng)

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც ,,რელიგიების ისტორიის” სწავლებასთან დაკავშირებული შეხედულებების გაცნობას მიეძღვნა. 
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა კონფესიების მაღალი იერარქიის პირები, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძე, ასევე განათლებისა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს საჯარო სკოლებში „რელიგიების ისტორიის“ სწავლების საკითხის მნიშვნელობაზე, ევროპულ ანალოგიებზე და არსებულ რეალობაზე. თავის გამოსვლაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ ხაზი გაუსვა საკითხის ძირეული შესწავლის აუცილებლობას და დაადასტურა მზადყოფნა ერთობლივ მუშაობაში რელიგიის სააგენტოს ჩართულობის შესახებ.

 


Back