Faith is a freedom of act!

News

შეხვედრა რუმინეთის ებრაული თემის ფედერაციასიის მთავარ რაბინთან (eng)

შეხვედრა რუმინეთის ებრაული თემის ფედერაციასიის მთავარ რაბინთან (eng)

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში გრძელდება. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება რუმინეთის ებრაული თემის ფედერაციის მთავარ რაბინს, რაფაელ შაფერს შეხვდა.  გიორგი უკლებამ მთავარ რაბინს შავუოთის დღესასწაული მიულოცა, შეეხო ქართულ-ებრაული, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიას და აღნიშნა მისი უნიკალური მნიშვნელობა ორივე ერისთვის.

            რუმინეთის მთავარი რაბინი დაინტერესდა საქართველოში რელიგიების, მათ შორის - იუდეველთა თემის მიმართ არსებული მიდგომებით. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა რელიგიის წარმომადგენელთა თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ქვეყნის კონსტიტუციასთან ერთდ, ქვეყანაში არსებული ტოლერანტობის ტრადიციაც განსაზღვრავს. რაც შეეხება იუდეურ თემს - საქართველოში სულ 19 სინაგოგაა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ყველა სინაგოგა სახელმწიფომ ებრაულ თემს უკვე დაუბრუნა. ამას გარდა, ებრაული თემი, სხვა, ოთხ რელიგიურ მიმდინარეობასთან ერთად, იღებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის სიმბოლურ და ნაწილობრივ ანაზღაურებას.

            რუმინეთის მთავარმა რაბინმა საქართველოში ებრაული სასაფლაოებისა და სკოლების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ დასძინა, რომ  რუმინეთში ებრაული თემი, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანებისგან შედგება, მათ სკოლაც არ აქვთ. საქართველოს კი შეუძლია იამაყოს,  რომ მართლაც, ტოლერანტულია და ამის ერთ-ერთ მაგალითად მან ებრაული სკოლის ფუნქციონირება დაასახელა. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ორგანოს ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე ფუნქცია აკისრია, რადგან ძალიან რთულია ისეთი ნეიტრალური პოზიციის შემუშავება, რომ ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური ორგანიზაცია კმაყოფილი იყოს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მან წარმატებები, ხოლო საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანება უსურვა.


Back