Faith is a freedom of act!

News

შეხვედრა ლატვიის ელჩთან (eng)

შეხვედრა ლატვიის ელჩთან (eng)

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ქალბატონ ინგრიდა ლევრენცთან.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯრომარემ ელჩს გააცნო ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის, საქართველოს რელიგიურ, დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლების, სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული წარმატებული ნაბიჯების შესახებ, კერძოდ კონფესიების დაფინანსებისა და რელიგიური უძრავი ქონების გადაცემის მექანიზმების თაობაზე, საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს, გამართულ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო - სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებს.

ინგრიდა ლევრენცმა ზაზა ვაშაყმაძეს მადლობა გადაუხადა ინფორმაციისთვის, ზოგადად გააცნო ლატვიაში არსებული რელიგიური მდგომარეობა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ელჩმა ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული ურთიერთობის მნიშვნელობას და მოიწონა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ურთიერთობისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ელჩმა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ლატვიაში მიიწვია.


Back