Faith is a freedom of act!

News

შეხვედრა აშშ-ის ელჩთან (eng)

შეხვედრა აშშ-ის ელჩთან (eng)

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში, როს უილსონთან.

            შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონ უილსონს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და განხორციელებული პროექტები. ელჩმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია სააგენტოს აქტივობების შესახებ და დადებითად აფასებს რელიგიური ორგანიზაციების მიმართ წარმოებულ სახელმწიფო პოლიტიკას.  მან, ასევე, დადებითად შეაფასა სააგენტოს პირდაპირი კონტაქტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და შესაბამის კოლეგა სტრუქტურასთან; თქვა, რომ ინფორმირებულია სააგენტოს თავმჯდომარის აშშ-ში, რელიგიის თავისუფლების საკითხებზე გამართულ მინისტერიალში მონაწილეობის თაობაზე, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი მონაწილეობდნენ და მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა სააგენტოს შესაბამის სტრუქტურასთან ურთიერთობაში. შეგახსენებთ, აშშ-ში დაიგეგმა რელიგიის სააგენტოსთან ერთობლივი პროექტების მომზადება, რომლებიც რეგიონის მასშტაბით განხორციელდება, საქართველო კი რეგიონული ცენტრის ფუნქციას იტვირთებს.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩი 7 თებერვალს, რელიგიის სააგენტოს ახალი პროექტის, ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაციაზე დაპატიჟა.


Back