Faith is a freedom of act!

News

საქველმოქმედო აქცია ხელვაჩაურში (eng)

საქველმოქმედო აქცია ხელვაჩაურში (eng)

დღეს, 1 სექტემბერს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ხელვაჩაურს ეწვივნენ,  სადაც ზემო აჭარიდან ჩამოსახლებული სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხოვრობენ.  საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის პრეზიდენტი გია კანდელაკი, მისია ფრიდენსბოტეს საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი ლევან ახალმოსულიშვილი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები_ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, პაატა გერგაია, საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, მუფტის მოადგილე ადამ შანთაძე დაინტერესდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლების  პრობლემებით და სამომავლოდაც დახმარება აღუთქვეს მათ. სტუმრებმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთი- 2 ტონა სამოსი  გადასცეს. დასახლების მაცხოვრებლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს და განაცხადეს, რომ მათთვის ნებისმიერი ასეთი სახის დახმარება მნიშვნელოვანია.


Back