რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, დუშეთის რაიონში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. აქციის ფარგლებში, მისია „ფრიდენსბოტესა“ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, დუშეთში მოქმედ ფონდ „მეოხი“-ს, რომელიც ეხმარება ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, ორი ტონა სამოსი და შშმ პირთათვის გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.
აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება დუშეთის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში: ბაზალეთში, ჭართალსა და დავათში მცხოვრებ აფხაზეთის ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის არის განკუთვნილი, რომელთა შორის არიან პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდები.