Faith is a freedom of act!

News

რელიგიური გაერთიანებებისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება (eng)

რელიგიური გაერთიანებებისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება (eng)

სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის, ამავე დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური თემებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კანონით „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, ამ ეტაპზე რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ მხოლოდ 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი ოდენობებით:

ა) საქართველოს ისლამური თემი - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს იუდეური თემი - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით.


Back