Faith is a freedom of act!

News

რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა (eng)

 

 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების  შემსწავლელი კომისიის მეორე სხდომა.

კომისიამ  განიხილა ორი რელიგიური  ორგანიზაციის  - მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა თემის    წინადადება ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.    

მართლმადიდებელი ეკლესიის  მიერ კომისიის წინაშე წარდგენილი 15  საკითხიდან  მხოლოდ 7 -ზე    გაიცა  დადებითი გადაწყვეტილება.   დარჩენილი  საკითხებიდან   5  საქმესთან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი, 2 -ზე  მართლმადიდებელ ეკლესიას ეთქვა უარი, ერთი  კი ეკლესიის მოთხოვნით   მოიხსნა დღის წესრიგიდან.  კომისიის  მიერ გაცემული ნებართვები   საკულტო შენობა-ნაგებობების მშენებლობის დაფინანსებას შეეხებოდა,   საერთო თანხამ    დაახლოებით  10 000-12 000 ლარი შეადგინა.

             კომისიამ ასევე იმსჯელა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული  საკულტო ნაგებობების   საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში გადაცემის  შესახებ.

რელიგიურ გაერთიანებათა  ქონებრივი და ფინანსური  საკითხების  შემსწავლელი კომისიის  მეორე სხდომის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობის უფლებით  23 მეჩეთი გადაეცა.  პირველ სხდომაზე   კომისიამ  21 მეჩეთთან დაკავშირებით  გასცა რეკომენდაცია,  სულ მუსლიმურ ორგანიზაციას  კახეთსა და ქვემო ქართლში მდებარე   44  მეჩეთი გადაეცა.

 

 


Back