Faith is a freedom of act!

News

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარედ ზაზა ვაშაყმაძე დაინიშნა (eng)

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარედ ზაზა ვაშაყმაძე დაინიშნა (eng)

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარედ ზაზა ვაშაყმაძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს მოაწერა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის N177 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს ზაზა ვაშაყმაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარედ’’, - ნათქვამია ზ. ვაშაყმაძის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებაში.

ზაზა ვაშაყმაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვაჟა ლილუაშვილს ადვოკატი იყო.


Back