Faith is a freedom of act!

News

ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა (eng)

ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა (eng)

                    31 ივლისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, პროტესტანტული, იუდეველი, და მუსლიმი  თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიამ განიხილა მართლმადიდებელი ეკლესიის 12 განცხადება, რომელთაგან დაკამაყოფილდა ცხრა, უარი ეთქვა ერთს,  ხარვეზი დადგინდა ორ საკითხზე. კომისიამ დააკმაყოფილა ებრაული თემის ორივე მოთხოვნა სინაგოგებისთვის (თბილისის დიდი სინაგოგა და „ბეით რახილი“) ფინანსური დახმარების თაობაზე,

კომისიის გადაწყვეტილებით, მუსლიმი თემის რვა განაცხადიდან დაკმაყოფილდა რვავე: გადაეცათ მეჩეთები- ხელვაჩაურში 2, ქედაში 2, შუახევში 2, ხულოში 2.  კომისიამ დააკმაყოფილა ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის ერთი განცხადება რუსთავში საკულტო სალოცავი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ.

 


Back