Faith is a freedom of act!

News

პატრიარქის იუბილე (eng)

პატრიარქის იუბილე (eng)

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. პატრიარქი გამორჩეული ფიგურაა მართლმადიდებელ სამყაროში, ჩვენი ქვეყნისთვის კი - მშვიდობის, სიყვარულის, ერთობის გარანტია. მისმა ორმოცწლიანმა ღვაწლმა განსაკუთრებული კვალი დაატყო ქვეყნის საეკლესიო თუ საერო ცხოვრებას., მიუხედავად რწმენისა და აღმსარებლობისა, ადამიანები მის სიტყვას ენდობიან და პატივს სცემენ მას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კვლავაც ხანგრძლივ მოღვაწეობას უსურვებს მას.


Back