Faith is a freedom of act!

News

კონფერენცია - რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება (eng)

კონფერენცია - რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება (eng)

დღეს, 12 თებერვალს. თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, წმინდა სინოდის წევრები და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

კონფერენციას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს დელეგაცია, კონფერენციაზე ესწრებოდა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი პირები და წარმომადგენლები, მათ შორის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დიდ მნიშვნელობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II განსაკუთრებულ ღვაწლს  ავტოკეფალიის აღდგენასა და ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცებაში, ასევე რელიგიისა და საზოგადოების ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს.


Back