Faith is a freedom of act!

News

გამოფენა - რელიგიები საქართველოში (eng)

გამოფენა - რელიგიები საქართველოში (eng)

            გამოფენის გახსნაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს მუსლიმი თემი,  ებრაელთა თემი,  სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, კათოლიკური, ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ლუთერული, სახარების რწმენის ეკლესიები, ეზიდი თემი, კრიშნას ცნობიერების საზოგადოება,  პარლამენტის, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლები.

 

გამოფენა გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც გამოფენის შინაარსსა და მიზნების შესახებ ისაუბრა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და დამსწრე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სიტყვით გამომსვლელებმა  დადებითად შეაფასეს გამოფენის გახსნა, ერთხმად აღინიშნა საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენის  საქმეში გამოფენის „რელიგიები საქართველოში“ როლი.

გამოფენის მიზანი წარმოადგენს საქართველოში რელიგიათა შორის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას განსხავებული რელიგიების საქმიანობის შესახებ. გამოფენაზე ექსპონატების სახით წარმოდგენილია სხვადასხვა რელიგიური შესამოსელი, ლიტერატურა და სარიტუალო ინვენტარი.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიურ მრავალფეროვნებას, შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს განმტკიცებას. გამოფენა ეროვნულ მუზეუმში დრეიდან 6 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ვიზიტორებს.


Back