ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, იყალთო და გელათი, დიდი საბრძოლო გამარჯვებები მათ შორის - ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
საუკუნის წინ, 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ერთიან, ბედნიერ საქართველოს გისურვებთ.