Faith is a freedom of act!

News

ავსტრიის საპარლამენტო დირექციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში ვიზიტის შესახე (eng)

ავსტრიის საპარლამენტო დირექციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში ვიზიტის შესახე (eng)

„საქართველოს არჩევანია რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრება“ - ასეთი სათაურით ავსტრიის საპარლამენტო დირექციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში ვიზიტის შესახებ, რომელშც ნათქვამია:

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ხვდება ავსტრიელ პარლამენტარებს.

ვენა, 10 დეკემბერი, 2018  - რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი მდგომარეობა გახლდათ დღეს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  დელეგაციის შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო   საკითხთა წარმომადგენელ ავსტრიელ პარლამენტარებთან.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, 2014 წელს დაარსებული სააგენტოს სახელით ისაუბრა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საქართველოში, სადაც მოსახლეობის 84 პროცენტი მართლმადიდებლურ ეკლესიას განეკუთვნება. საქართველოში, ასევ,ე ცხოვრობენ სომხური ეკლესიისა და, უკვე 2600 წელია, ებრაული თემის წარმომადგენლები.

ვაშაყმაძე,თავის მხრივ, დაინტერესდა რელიგიური გაერთიანებების შესახებ ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით, ამასთნავე, მან აღნიშნა , რომ ამ სფეროში საქართველოში მარეგულირებელი ნორმები შესაქმნელია.

პარლამენტარებთან - ვოლფგანგ გერსტლთან (ავსტრიის სახალხო პარტია), ნორბერტ  ზიბერთან (ავსტრიის სახალხო პარტია) და ნიკოლაუს შერაკთან (ახალი ავსტრია  და ლიბერალური ფორუმი) შეხვედრის სხვა თემები გახლდათ რელიგიის გაკვეთილების, საკულტო შენობების  აგებისა და მოვლა-პატრონობის, აგრეთვე, რელიგიურ გაერთიანებათა დაფინასების საკითხები.

საპარლამენტო დირექციის პრესის სამსახური

 

https://www.ots.at/presseaussendung/OTS_20181210_OTS0163/georgien-setzt-auf-friedliches-miteinander-der-religionen

 

https://www.parlament.gv.at/PAKT/PR/JAHR_2018/PK1470/index.shtml

 


Back