Faith is a freedom of act!

News

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიში (eng)

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიში (eng)

დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა თემის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

            საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 2012 წლიდან განვლილი პერიოდი, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, შეაფასა, როგორც ფუნდამენტური წინსვლის პერიოდი.

            ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე შეეხო საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ძირითად ასპექტებს. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ გაუმჯობესებებზე საუბრისას, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული გაუმჯობესება და დადებითად შეაფასა სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები.


Back